02 მაისი 2024,   12:25
ვრცლად
"ომიკრონი" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დომინანტურ სახეს იღებს - სად დაფიქსირდა ახალი შტამით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი

"ომიკრონი", რომელიც ძალიან მაღალ გლობალურ რისკს წარმოადგენს და უკვე 60-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, თანდათანობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დომინანტურ სახეს იღებს. მაგალითად, ბრიტანეთში, ყოველ 2 დღეში ინფიცირების შემთხვევები ორმაგდება. იმისათვის, რომ გაერთიანებული სამეფო შობას წელსაც ლოკდაუნში არ შეხვდეს, მოსახლეობას ბუსტერ დოზით აქტიურად ცრის. 

საფრანგეთში მომდევნო თვიდან "მწვანე პასპორტების" შესანარჩუნებლად კი, ყველა ზრდასრულ ადამიანისთვის, "ბუსტერ" დოზა სავალდებულო გახდება. შეზღუდვები მკაცრდება ნორვეგიაშიც.

"ომიკრონის" შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთშიც. ბოლო 24 საათში კი, სამხრეთ კორეაში ვირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა.

შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ჯანმო "ომიკრონის" შტამით ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას პროგნოზირებს.

დღის ამბები