01 სექტემბერი 2026,   06:40
ვრცლად
"დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისა" და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს შორის საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართა

"დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისა" და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს შორის, საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმართა და ყურადღება გაამახვილა დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

2021 წელს ამოქმედებული პროგრამის მეშვეობით 300 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტი სამხედროებისთვის საპროტეზო-ორთოპედიული საჭიროებების დაკმაყოფილებას მოიცავს. 2021 წლის ანგარიშზე სიტყვით გამოვიდნენ "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" გენერალური დირექტორი და აშშ-ის ელჩი საქართველოში.

დღის ამბები