გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი, გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით მოძრაობს, რასაც ზედამხედველობასა და კოორდინაციას პოლიცია უწევს.
ცნობისთვის, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა. თოვლისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს მოძრაობა აეკრძალა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ნაქერალას უღელტეხილზეც. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-ე მე-60 კილომეტრზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.