07 მაისი 2024,   05:18
ვრცლად
კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - სტიქიის სიმძლავრემ 6 ბალს გადააჭარბა

ამერიკის შტატ კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, სტიქიის სიმძლავრემ 6 ბალს გადააჭარბა.

ეპიცენტრი სან-ფრანცისკოდან 338 კილომეტრის დაშორებით, პატარა ქალაქ პეტროლიაში იყო.

მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ქვის ცვენის გამო რამდენიმე გზა დაიკეტა. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ზარალს ამ დრომდე ითვლიან.

დღის ამბები