ამ წითებში ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის შენობის წინ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. სამართალდამცველების კორდონის გარღვევას ცდილობენ, დე ფაქტო უსაფრთხოების ძალები კი პერიმეტრის დაცვას და მომიტინგეების შეკავებას ცდილობენ.
ადგილზე ისმოდა სროლის ხმაც. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მომიტინგეებმა დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა მიმართ ე.წ. პეტარდები ისროლეს.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები დე ფაქტო პარლამენტის შენობის წინ გამყოფი ზოლის სახით მობილიზებული ავტობუსების გადატრიალებას ცდილობდნენ.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიცია აფხაზეთის დეფაქტო მმართველს ასლან ბჟანიას შეხვდა. აქციის მონაწილეებს სურდათ ასლან ბჟანია დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსულიყო, თუმცა დეფაქტო მმართველმა ამაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, აფხაზეთში პოლიტიკური ძალები სოხუმში "არასანქცირებულ" მიტინგს მართვენ. ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირი დე ფაქტო მთავრობას მოსახლეობის გაღატაკებასა და კორუფციაში ადანაშაულებს.