"ქურდული სამყაროს" წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებული 4 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომები ახალციხის და ქუთაისის სასამართლოებში უნდა გაიმართოს.
ბიზნესმენების რეკეტის 2 შემთხვევაზე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის მოქალაქემ, კრიმინალურმა ავტორიტეტმა ირაკლი დანგაძემ, მეწარმეს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 15 000 დოლარის და ძვირადღირებული ავტომობილის დათმობა მოსთხოვა.
ბიზნესმენისთვის თანხისა და ავტომობილის გამოძალვის ბრალი წარედგინათ ბორჯომში დაკავებულ 3 პირსაც. პროკურატურამ, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.