20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
აქცია ფოთში - ფირმა "ტაჰალში" დასაქმებული პირები კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ

პროტესტი ფოთში - ფირმა "ტაჰალში" დასაქმებული პირები კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას მოითხოვენ. როგორც კომპანიის თანამშრომლები ამბობენ, 100-მდე ადამიანს ოქტომბრის თვის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღია, კომპანია კი საკითხის გადაწყვეტას 31 დეკემბერს გეგმავს, რაც მათთვის მიუღებელია.

"ტაჰალის" თანამშრომლები, ფოთის მერს საკითხში გარკვევას და მედიატორის როლის შესრულებას სთხოვენ.

ფირმა "ტაჰალში" სახელფასო დავალიანების შესახებ საჯარო კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ, პირად საუბარში კი ამბობენ, რომ საკითხის გარკვევის პროცესში არიან. ფირმა "ტაჰალი" ფოთში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟს ახორციელებს. 

დღის ამბები