63 გარდაცვლილი 2 676 ინიფიცირებული - ეპიდემიოლოგიური მდგომაროება საქართველოში ისევ საგანგაშოა. ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილიში დაფიქსირდა. შემდეგ მოდის იმერეთი და სამეგრელო ზემო სვანეთი.
საკოორდინაციო საბჭო ამ წუთებში ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეპიდსიტუაციაზე მსჯელობს.
"ბოლო კვირის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საქართველოში მე-5 ტალღა ჩამთავრების მრუდზეა. რომ არა "ომიკრონის" საფრთხე ჩვენ უკვე შეგვეძლო განგვეცხადებინა, რომ საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი და მძიმე ტალღა დასასრულისკენ მიდის. თუმცა ახალი შტამის საფრთხე სრულიად სხვა მიმართულებით მოითხოვს რეაგირებას,"- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი იმედოვნებს, რომ "ომიკრონის" გავრცელების მასშტაბები მას მისცემს საშუალებას, რომ შემდგომ რამდენიმე თვეში თითქმის მოიცვას პლანეტის უდიდესი ნაწილი, რაც იქნება პანდემიის მკვეთრი შესუსტების საფუძველი.
"ომიკრონი" ძალიან სერიოზული გამოწვევაა, მას შეუძლია დროის მცირე მონაკვეთში ძალიან ბევრი ადამიანის ინფიცირების წყარო გახდეს. შესაბამისად ეს ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემის მატარებელი გახდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ამ გამოწვევის საპირისპიროდ, ვაქცინაცია ყველამ ჩავიტაროთ. იმედი დავიტოვოთ რომ "ომიკრონის" გავრცელების მასშტაბები მას მისცემს საშუალებას, რომ შემდგომ რამდენიმე თვეში თითქმის მოიცვას პლანეტის უდიდესი ნაწილი, რაც იქნება პანდემიის მკვეთრი შესუსტების საფუძველი. თუმცა, ამას რა ადამიანური მსხვერპლი მოყჰვება, პროგნოზირება ძალიან გართულებულია,"- აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.