საკრებულოების ნაწილში, სადაც ოპოზიციური ხმები გადამწყვეტია, თავმჯდომარეები ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. დღეს სენაკის საკრებულოში სხდომა ჩატარდა, თუმცა თავმჯდომარე მაინც ვერ აირჩიეს. საკრებულოში მმართველი გუნდის წევრები არ გამოცხადდნენ.
თუ "ნაციონალური მოძრაობა" და გახარიას პარტია გარიგდება, სენაკს, ჩხოროწყუს მსგავსად ოპოზიციონერი თავმჯდომარე ეყოლება.
ხმაურის ფონზე ჩატარდა სხდომა ოზურგეთის თვითმმართველ ორგანოშიც, სადაც დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით კი მომავალი წლის ბიუჯეტიც დაამტკიცეს.