16 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
რას აკეთებს სუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში ბრალდებულების დასასჯელად - გრიგოლ ლილუაშვილი უწყების სტრატეგიაზე    

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა "ღამის კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ უწყება, ბოლომდეა ჩართული მათი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში:

"მე მინდა დაგიდასტუროთ და უკანონოდ დაკავებულთა ოჯახის წევრებსაც დავუდასტურო, რომ დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, ერთი პიროვნება ბებუა რჩება სოხუმში, ხოლო 5 ცხინვალის ციხეში იმყოფება. სამსახური ბოლომდეა ჩართული პროცესში, რომელიც როგორც წესი და უმეტეს შემთხვევაში მთავრდება დადებითი შედეგით. ეს მიზერია იმასთან შედარებით, რაც გვინდა, რომ გავაკეთოთ. ჩვენი მიზანი არაა უკანონოდ დაკავებულთა მხოლოდ მშვიდობით გამოხსნა, ჩვენი მიზანია ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტა," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ რას აკეთებს სუსი იმ პირების დასასჯელად, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში არიან ბრალდებულები. კითხვაზე არსებობს, თუ არა შანსი იმისა, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ ტერიტორიებზე მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატაროს, გრიგოლ ლილუაშვილმა ძალისმიერი ქმედებები გამორიცხა.

"ეს პირები აუცილებლად უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან, თუმცა ეს ვერ მოხდება ძალადობრივი ჩარევით, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას იმ რამდენიმე ათას ჩვენ მოქალაქეზე, რომლებიც დღეს იმ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ეს არ გაართულებს მათ მდგომარეობას?" - განაცხადა ლილუაშვილმა.

დღის ამბები