წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მგელი ადამიანებს თავს დაესხა და დაკბინა. დაშვებულია 3 მოქალაქე. პაციენტები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კლინიკის ექიმის ზურაბ წულაიას თქმით, პაციენტებს დაზიანებები სახის არესა და ზედა კიდურებზე აქვთ მიღებული. პაციენტებს უკვე ჩაუტარდათ ქირურგიული დამუშავება, გაუკეთდათ ანტიტეტანური და ანტირაბიული იმუნიზაცია.
შემთხვევა სოფელ მაღლაკში გუშინ მოხდა. დაშავებულთაგან ერთი ქალი და ორი მამაკაცია.