20 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმის წარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყო - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმის წარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

"შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ზღვის დაბინძურების ფაქტი არ გამოვლინდა. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ, ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე, ნედლი ნავთობით გემის დატვირთვის ფაქტზე შესწავლა დაწყებულია," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ბათუმში გაზის მძაფრი სუნია და ამის გამო თავის ტკივილი აწუხებთ.

დღის ამბები