ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს - საუბარია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაზე.
კეთდება ცენტრალური მოედანზე მდებარე შადრევნის რეაბილიტაცია, ასევე გრიშაშვილისა და ლაღიძის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა მრავალფუნქციური სკვერი.
პროექტის მიმდინარეობას ქუთაისის მერი გაეცნო. რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ოთხ რეგიონში 220 მილიონით მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს.