განათლების სამინისტროს განცხადებით, მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც ექნებათ შესაძლებლობა გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
როგორც განცხადებაშია მითითებული, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია მითითებულ ვებ მისამართზე უნდა გაიარონ: https://online.emis.ge
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აძლევს შესაძლებლობას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.
სარეგისტრაციო ველი 13 იანვარს 00:00 საათზე გაიხსნება.
აღსანიშნავია, რომ ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
ვრცლად იხილეთ: https://mes.gov.ge/content.php?id=12784&lang=geo ," - აღნიშნულია განცხადებაში.