რეჟისორ ლევან წულაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "მარჯანიშვილის თეატრი" ეხმაურება:
"დღეს ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხ წლიანი ვადა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი.
ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამოდენიმეჯერ.
ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში.
ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.