20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
"არსებობს მხოლოდ 2 რამ, რამაც შეიძლება ომიკრონისგან დაგვიცვას" - ივანე ჩხაიძის განმარტება

საქართველოში "ომიკრონი" დომინანტური ხდება. ბოლო 24 საათში დაინფიცირებული 5 381 ადმიანიდან უმეტესობას, სწორედ "ბი 1.1. 529" აქვს.

გართულებული ეპიდვითარების ფონზე, ცვლილებებია მკურნალობის პროტოკოლსა და იზოლაციის წესებში. კარანტინის დღეები მცირდება - მცირდება კონტაქტების საკარანტინო ვადებიც. სიახლეა ისიც, რომ პაციენტებს უკვე remdesivir-ით უმკურნალებენ, რაც როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელს მკვეთრად შეამცირებს.

ექიმები ამბობენ, რომ ომიკრონი" აღმოჩნდა ყველაზე გამძლე მუტაცია, რომელზეც ვაქცინაციის 2 დოზა ეფექტური არ არის:

"ომიკრონი" აღმოჩნდა ყველაზე გამძლე მუტაცია და მასზე ვაქცინების ჩვეულებრივი, სტანდარტული 2 დოზა არ მოქმედებს. ამიტომ, აუცილებელია ბუსტერ დოზის გაკეთება. ასევე, კიდევ ერთი მაჩვენებელი ის არის, რომ "ომიკრონისთვის" არ წარმოადგენს წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია. რამ შეგვიძლია დღეს დაგვიცვას? მხოლოდ 2 რამაა - ერთი: თუ თქვენ გადაიტანეთ ინფექცია და შემდეგ გაიკეთეთ ვაქცინა და მეორე - თუ თქვენ გაიკეთეთ 2 დოზა და შემდეგ მას დაამატეთ ბუსტერ დოზაც,"- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. 

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე აანონსებს, რომ ამ თვის ბოლოს, ინფიცირების მაჩვენებელი  20 000-მდე მაინც ავა:

"რაოდენობა რომ ამ თვის ბოლოს სადღაც 20 000-მდე მაინც ავა, უტყუარია და ამას ბევრი წინასწარი სტრატეგიული ანგარიშები არ სჭირდება. მთავარის დავიცვათ ის ოქროს წესი, რაც "ომიკრონისთვის" მთელმა მსოფლიომ დაადასტურა - ეს არის ნიღბის ტარება,"- აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე.

დღეს ქვეყანაში, 5381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 ადამიანი კი გარდაიცვალა. 

დღის ამბები