27 აპრილი 2024,   01:37
ვრცლად
ნოვაკ ჯოკოვიჩი საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში დააბრუნეს

ნოვაკ ჯოკოვიჩი საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში დააბრუნეს. ჩოგბურთელი ხვალ დაგეგმილ სასამართლო მოსმენამდე იქნება დაკავებული.

სასამართლოზე გადაწყდება, მიიღებს თუ არა ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მონაწილეობას მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი თუ მისი ქვეყნიდან დეპორტაცია მოხდება.

ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც იმიგრაციის მინისტრმა სპორტსმენს ვიზა მეორედ გაუუქმა.

დღის ამბები