20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
ომიკრონის გამო დაწესებულებაში შესვლისას ტემპერატურის გაზომვამ აზრი დაკარგა - მაია ბუწაშვილი მოთხოვნის გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. მისი განმარტებით, როდესაც ქვეყანაში "ომიკრონის" შტამი ცირკულირებს,  საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა ამ პრინციპმა, რადგან "ომიკრონის" დროს, ტემპერატურა ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ აღენიშნებათ ინფიცირებულებს:

"მე ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. ამ მეთოდმა ისედაც დიდად არ გაამართლა ინფექციის კონტროლის კუთხით, მაგრამ ახლა საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა იმ პირობებში, რომ ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არა აქვთ.

დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტიურად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ,"- წერს "ფეისბუქზე" მაია ბუწაშვილი. 

დღის ამბები