20 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
აჭარაში საავტომობილო გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს - მუნიციპალიტეტებში 65 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს

მაღალმთიან აჭარაში ისევ ინტენსიურად თოვს - საავტომობილო გზების გაწმენდა მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 65 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. პრობლემებია შიდასასოფლო გზებზე.

თოვლის წმენდა დილიდან გრძელდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელ მონაკვეთებზე. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 80 სანტიმეტრს, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 2 მეტრს აღწევს.

დღის ამბები