ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 50 სმ-ს აღწევს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო დეპარტამენტის 6 ერთეული ტექნიკა. დილიდან განაახლა დეპარტამენტის 8 ერთეულმა ტექნიკამ სამუშაოები და მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექია მოსული, რის გამოც უკვე გაწმენდილი გზების თავიდან გაწმენდა მიმდინარეობს. ყველა სამსახური არის მობილიზებული. აქტიურად ხორციელდება გზების გაწმენდა ყველა ადმინისტრაციულ ცენტრამდე. ასევე დაიწყება შიდა საუბნო გზების გაწმენდის სამუშაოები.
ელექტრო ენერგიის კუთხით შეფერხება მხოლოდ სოფელ ჩაისუბანში ჩაისუბანში აღინიშნება. სხვა ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება ელექტრო ენერგია.