20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
დაწესდება თუ არა ფულადი წახალისება "ბუსტერზე" - მე-3 დოზით აცრის გაზრდა სერიოზულად შეამცირებს "ომიკრონის" ტალღის სიმძაფრეს - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში "ბუსტერიზაციის" გასაზრდელად შესაძლოა ფულადი წახალისება დაწესდეს.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული საკითხი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დააყენა.

მისივე თქმით, 200 ლარიანმა ფულადმა წახალისებამ, რომელიც ნოემბრის ბოლოს დაწესდა იმუშავა და დამატებით 125 ათასი 60 წელზე ზემოთ ასაკის მოქალაქე აიცრა. ამასთან, 3-ჯერ გაიზარდა 50 წელს ზევით მოქალაქეებში აცრის მაჩვენებელი.

"ეს საკითხი დღესაც დავაყენეთ, 200 ლარიანმა ფულადმა წახალისებამ, რომელიც ნოემბრის ბოლოს დაწესდა იმუშავა. დამატებით 125 ათასი 60 წლის ზემოთ ჩვენი მოქალაქე აიცრა, ასევე მუშაობს 50 წელს ზემოთ. 3-ჯერ გაიზარდა დეკემბერთან შედარებით აცრის მაჩვენებელი. მე თვითონ ვემხრობი და დღეს დავაყენე ეს საკითხი ფინანსთა მინისტრის წინაშე, რომ იყოს „ბუსტერ“ დოზის წახალისებაც. თუ ბუსტერიზაციას გავზრდით ეს სერიოზულად შეამცირებს „ომიკრონის“ ტალღის სიმძაფრეს. ფულადი წახალისება თქვენზე(ჟურნალისტებზე) ვერ, მაგრამ ჩემი ასაკის ადამიანებზე იქნება", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები