09 მაისი 2024,   00:01
ვრცლად
სუს-ში იმ პირის გამოკითხვა დასრულდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მკვლელობის მომზადების საქმეში ფიგურირებს - რას ამბობს ასლან ჩალდიევი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იმ პირის გამოკითხვა, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მკვლელობის მომზადების საქმეში ფიგურირებს.

ასლან ჩალდიევი ამბობს, რომ მისი სახელი და გვარი მედიაში უსამართლოდ გავრცელდა, რადგან მას დასახელებული საქმის გარემოებებთან კავშირი არ აქვს. ის დღეს სუს-ში, როგრც თავად ჟურნალისტებს უთხრა, საკუთარი ინიციატივით მივიდა.

ინფორმაცია "ქრონიკა პლიუსმა" გუშინ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ერთ ერთი პირი, ვინც ნიკა გვარამიას მიაწოდა ინფორმაცია მისივე შეკვეთილი მკვლელობის შესახებ, ლიკვიდირებულია. გამოცემის მტკიცებით, რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე კულუმბეგოვი ვლადიკავკაზში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

დღის ამბები