20 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
"ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს"- სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ბათუმში აქცია გამართეს

"ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს"- ამ მოთხოვნით სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ბათუმში აქცია გამართეს.

ისინი აცხადებენ, რომ მათი ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე დაბალია, ასევე არ აქვთ შესაბამისი სამუშაო პირობები. მათი თქმით, სააგენტო არ ანაზღაურებს ტრანსპორტირების და სამივლინებო ხარჯებს.

სოცმუშაკები ხელფასის 100%- ით გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები