20 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
8 767 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი - ბოლო 24 საათში ქვეყანაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა

ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ რეკორდულად იზრდება - Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კოვიდს კიდევ 49 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა  5 173  პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 386 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 35 725 , ხოლო PCR ტესტით -20 661.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 იანვრის  მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 15,55%,  ბოლო 14 დღის განმავლობაში  11,39% ხოლო ბოლო 7 დღეში 12,76% შეადგინა.

20 იანვარს  ქვეყნის მასშტაბით 7 059 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 643 528 აცრა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება -39  ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 342 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა - 1 895 შეადგენს.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 1 030 710 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 951 428  ვირუსს ემსხვერპლა 14 631 ადამიანი.

დღის ამბები