20 ნოემბერი 2024,   13:11
ვრცლად
გაზაფხულზე აუცილებლად გამოჩნდება კიდევ ერთი ვირუსი და ის უკვე შეიძლება პანდემიის დამასრულებელი იყოს - დევი ტაბიძე

მინისტრთა კაბინეტის წევრები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, მკურნალობის კურსს სახლში გადიან და მუშაობას დისტანციურ ფორმატში აგრძელებენ. კორონავირუსი 4 მინისტრს დაუდასტურდა. ინფიცირებულები არიან განათლების და მეცნიერების, ინფრასტრუქტურის, თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.

ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმდება. მიუხედავად ომიკრონის მსუბუქი მიმდინარეობისა, ეპიდემიოლოგები მოსალოდნელ საფრთხეებს მაინც ხედავენ და ამბობენ, რომ ომიკრონი არ არის ბოლო შტამი, რომელიც მსოფლიოში დომინანტურია.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ თვითნებური მკურნალობისგან და ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკები არ მიიღონ, ვინაიდან ეს საფრთხის შემცველია.

"გაზაფხულზე აუცილებლად გამოჩნდება კიდევ ერთი ვირუსი, რომელსაც მთელი ევროპა და დასავლეთი წინასწარმეტყველებს და ის უკვე შეიძლება გამოჩნდეს როგორც დამასრულებელი.

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გვექნება მაღალი დასნებოვნების ხარისხი, მაგრამ არ იქნება სირთულე. მაღალი სიცხის დროს მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდებულია სიცხის დამწევები და არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობა. ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკების მიღება არის სახიფათო," - განაცხადა დევი ტაბიძემ.

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი კი ამბობს, რომ მოქალაქეების დიდი რაოდენობით ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა, ჰოსპიტალურ სექტორს პრობლემები შეექმნეს.

დღის ამბები