20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
როდესაც ვიკვლევთ მტკიცებულებებს, სააკაშვილი პროცესის წინ ხდება შეუძლოდ და სასამართლოზე გამოცხადებას თავს არიდებს - საქმის პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დასრულდა. სხდომაზე ამჯერად 7 ნოემბრის საქმეს განიხილავდნენ.

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება - საუბარია მომიტინგეთა მასობრივ დარბევაზე, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდებაზე. დღევანდელ პროცესს ყოფილი პრეზიდენტი არ ესწრებოდა.

პროკურორის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე გამოცხადებას თავს არიდებს. 

"საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, როდესაც ჩვენ ვიკვლევთ მტკიცებულებებს სააკაშვილი პროცესის წინ ხდება შეუძლოდ და სასამართლოზე გამოცხადებას თავს არიდებს. სასამართლო სხდომებს როდესაც აწყობს ის პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს,"-აცხადებს ჯარჯი წიკლაური. 

დღის ამბები