გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო მარცხენა სანაპიროზე სატრანსპორტო შეზღუდვაა.
"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ჩხეიძის ქ. 10 ის მიმდებარედ 25 იანვარს, 23:00 საათიდან , "თბილისი ენერჯი", ავარიულად დაზიანებული გაზმომარაგების ქსელის აღდგენის მიზნით სამუშაოებს დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დროებით, ნაწილობრივ შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა, 26 იანვრის დილის 8 საათამდე.