21 დეკემბერი 2024,   16:59
ვრცლად
შშმ მოზარდს, რომელსაც პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა, სავარაუდოდ, დაზარალებულის სტატუსს დღეს მიანიჭებენ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს, რომელსაც პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა, სავარაუდოდ დღეს დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ. არ არის გამორიცხული, სასამართლომ დღესვე განიხილოს ორი დაკავებული სამართალდამცველის აღკვეთის ღონისძიების საკითხი.

სახელმწიფო ინსპექტორის ინფორმაციით, მიმდინარეობს ძიება და შესაძლებელია საქმის გარემოებები და დანაშაულის კვალიფიკაცია დაზუსტდეს. 

ცნობისთვის, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს. ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 144 მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", და "ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ;

ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელს - კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები