გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში ოკუპანტების გააქტიურება შეინიშნება. აქ, სოფლის სასაფლაოსთან დაახლოებით 50 მეტრში რუსეთის მესაზღვრეებმა გაუგებარი დანიშნულების თხრილი გაავლეს.
როგორც ადგილობრივები "კურიერთან" ჰყვებიან, ოკუპანტები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 2 დღის მანძილზე მუშაობდნენ.