20 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
ბათუმში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო. სამუშაოები ერთობლივად რამდენიმე ლოკაციაზე ხორციელდება.

ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის თქმით, მიმდინარეობს ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაცია და საავტომობილო გზების ორმოული შეკეთება.

პარალელურად სრულდება გარეგანათების სისტემის აღდგენითი სამუშაოები. "ბათუმის წყლის" მიერ კი ხორციელდება სანიაღვრე არხების წმენდა და მოწესრიგება.

"აღნიშნული სამუშაოები წლის განმავლობაში მუდმივად განხორციელდება, რისთვისაც 2 მილიონი ლარია გამოყოფილი. ბოდიშს ვუხდით ჩვენს თანაქალაქელებს, ვისაც ამ დღეებში გადაადგილებისას შეფერხებები შეექმნა. უახლოეს პერიოდში დავასრულებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს," - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

დღის ამბები