19 დეკემბერი 2024,   01:51
ვრცლად
მათი ადგილი ქუჩაშია, მით უმეტეს, რომ ბელადი ციხიდან ქუჩაში გასვლას მოუწოდებთ - სოზარ სუბარი ენმ-ს პარლამენტში დაბრუნებაზე 

ოპონენტი მთავარი ოპოზიციური პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის"​ საკანონმდენლო ორგანოში დაბრუნებასა და ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ენმ-ს არაკონსტრუქციულ ძალას უწოდებს და მის ადგილს ქუჩაში ხედავს.

რომ საგამოძიებო კომისიის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და მის მხარდაჭერას არ აპირებს. 

"კონსტრუქციულობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაშინ ვერ მოახერხა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვენენ და დღეს შეუძლებელია მათი კონსტრუქციულობა, მით უმეტეს, რომ მათი ბელადი ციხიდან მოუწოდებს ქუჩაში გავიდნენ. ქუჩაში არის მათი ადგილი და ქუჩაში დარჩებიან საბოლოოდ. 

რაც შეეხება კომისიას, ჯერ შემოიტანონ, დააყენონ საკითხი რა უნდათ, რას გულისხმობენ. მე ჩემის მხრივ, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი და ჩემი მხარდაჭერა ამ კომისიას არ ექნება," - ამბობს სოზარ სუბარი. 

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბოიკოტის რეალურად შეწყვეტის არ სჯერა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანსაც. მისი თქმით, ენმ პარლამენტში იქნება თუ მის გარეთ, ყოველთვის ეცდება დესტრუქციას.

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში იქნება თუ მის გარეთ, ყოველთვის ეცდება დესტრუქციას. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნებიან ისინი. თუ არალეგიტიმურია პარლამენტი, მაშინ ისინი მასში არ უნდა იღებდნენ მონაწილეობას. ეს პარტია ყველას მტრად აღიქვამს, ვინც მათ აზრს არ აღიარებს,"- აცხადებს ბექა დავითულიანი. 

დღის ამბები