აფეთქება მინდელის შახტში, დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავებულია 8. ტყიბულის შახტში აფეთქება წუხელ ღამის 11 საათზე მოხდა.
კატასტროფის ბრიგადები კი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ამ დროისთვის, მინდელის შახტი გაჩერებულია და მისი მუშაობა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე არ განახლდება. საბოლოო დასკვნისთვის საჭიროა, როგორც დამსაქმებლების, ისე დასაქმებულებისა და დაშავებულების გამოკითხვა, ასევე, შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერებაც. შესაბამის სამსახურებთან კომპანია "საქნახშირი" თანამშრომლობს .
წინასწარი ინფორმაციით, შახტში დაგროვებული მეთანის აირი მაშინ აფეთქდა, როდესაც მიწის სიღრმეში მეშახტეები მუშაობდნენ.
შედეგად, დამწვრობა 9 ადამიანმა მიიღო, მათან ერთი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, 3 კი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ერთ-ერთს სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი.