25 აგვისტო 2026,   13:30
ვრცლად
"ჩვენ ყველანი მკვდრები ვართ" - ახალი სერიალი ვირუსის შედეგად ზომბად გადაქცეული ადამიანების შესახებ Netflix-ის სათავეში მოექცა

სამხრეთ კორეული სერიალი - "ჩვენ ყველანი მკვდრები ვართ", Netflix-ის ფილმების სათავეში მოექცა. ახალი სერიალი ზომბი აპოკალიფსის შესახებ პლატფორმის ლიდერი რამდენიმე დღეში გახდა, მან პირველი ადგილი დაიკავა თითქმის 25 ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთში, იაპონიაში. ამის შესახებ dailymail-ი წერს.

სერიალში მთავარ როლს მსახიობი ლი იუ მი ასრულებს, რომელიც პოპულარული სერიალ "კალმარის თამაშებში" შესრულებული როლით გახდა.

სერიალი "ჩვენ ყველანი მკვდრები ვართ" ყვება ისტორიას, იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცნენ უცნობი ვირუსის ზემოქმედების შედეგად ზომბებად ქალაქ ხასანის სკოლის უფროსკლასელები, ისინი კი ვისაც ვირუსი ჯერ არ შეხებია თავის გადარჩენას ცდილობს.

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბრის თვეში, ასევე სამხრეთ კორეული სერიალი "კალმარის თამაშები" გახდა Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული სერიალი. პრემიერიდან 25 დღეში ის 111 მილიონი ექაუნთიდან ნახეს.

 

დღის ამბები