03 მაისი 2024,   20:38
ვრცლად
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო გაიმართება - პროცესს სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი - საქმე ამჯერად ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.

ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

"ცხადია როგორც წინა პროცესებზე ამ პროცესებზეც იქნება რამდენიმე შუამდგომლობა და საქმის წარმოების ეტაპზე, რაც არ უნდა დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პროცესია, დაცვის მხარე გამოიყენებს ყველა კანონიერ ბერკეტს იმისთვის, რომ სიმართლე და ობიექტური ჭეშმარიტება იქნეს გარკვეული და სასამართლომ რეალურად შეძლოს სიმართლის დადგენა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება," - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი თავად მიხეილ სააკაშვილსაც აქვს. ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთასთან კავშირში მყოფ კიდევ 4 პირს აქვს წარდგენილი - ის ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

დღის ამბები