03 სექტემბერი 2026,   03:48
ვრცლად
ვაქცინაცია იმერეთში - ჭიათურასა და ხარაგაულში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, მსურველები ადგილზევე აიცრნენ

იმერეთის რეგიონში  ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ჭიათურისა და ხარაგაულში ადგილობრივებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, ვაქცინაციის მსურველებს კი ადგილზე ვაქცინაციის შესაძლებლობაც ჰქონდათ.  

ვაქცინაცია "სინოვაკის", "სინოფარმისა" და "ფაიზერის" ვაქცინით მიმდინარეობს.  

რეგიონებში ვაქცინაციის კამპანია იმუნიზაციის  პოპულარიზაციისა და კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება. კამპანია სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის  მოსახლეობის ადგილზე  ვაქცინაციას ისახავს მიზნად. 

ვაქცინაციის კამპანია გაგრძელდება და საბოლოოდ, მოიცავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც ამ ასაკის მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია.

დღის ამბები