20 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
გადაიარა თუ არა საქართველომ "ომიკორნის" პიკი - იზოლაციის ხანგრძლივობა 8 დღის ნაცვლად, შესაძლოა 5 დღემდე შემცირდეს

რამდენიმე დღეში გაირკვევა გადაიარა თუ არა საქართველომ ომიკორნის პიკი. ეპიდემიოლოგები და მედიკოსები 2-3 დღის სტატისტიკას ელოდებიან.

თუ მომდევნო დღეებში ყოველდღიური მაჩვენებელი კლებას დაიწყებს, შეგვეძლება ვთქვათ, რომ საქართველოში მე-6 ტალღამ უკან დაიხია. ჯერჯერობით კი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი ისევ 34 % -ია.

ვითარებას ართულებს სუსტი შტამის სუსტი გამოვლინება ტესტებში, ამიტომ, თუ ვირუსის სიმპტომები გაქვთ, მაგრამ ტესტმა არ დაადასტურა, ეს 100 %-ით არ ნიშნავს, რომ
არ ხართ ომიკრონით ინფიცირებული.

ჯანდაცვის ექსპერტებისთვის ომიკრონის მიერ დამკვიდრებულ ახალი წესები წინამორბედთან შედარებით მსუბუქია.

ვირუსის გავრცელების მიუხედავად ჰოსპიტლები ნაკლებად დატვირთულია, ინფიცირებულების დიდი ნაწილი სახლში გადის მკურნლობას. თუმცა ამბობენ, რომ ჯერ პანდემიის დასასრულამდე შორს არის. ეპიდემიოლოგიური ქცევის წესები, ჯერ დიდი ხანი საჭირო იქნება.

ომიკრონის შედარებით მსუბუქი მიმდინარეობიდან გამომდინარე, საქართველომ შესაძლოა იზოლაციის ვადებს გადახედოს.

ინფიცირებულებს სახლში ყოფნა 8 დღის ნაცვლად, შესაძლოა 5 დღე მოუწიოთ.

ამაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, მსგავსი რეკომენდაცია უკვე გასცა. ვადების საკითხს იმუნიზაციის საბჭო განიხილავს და შეჯერებულ პოზიციას საკოორდინაციო საბჭოს წარუდგენს.

ომკრონის შემთხვევაში ფილტვები 10%-ზე ნაკლებად ზიანდება, ინფექცია ძირითადად სასუნთქ გზებში მიმდინარეობს. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ ინფიცირებულთა მკურნალობის პროტოკოლსაც გადახედა. განსაკუთრებით ბინაზე მყოფი პაციენტების შემთხვევაში, რუტინული კვლევები საჭირო აღარ არის.

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გადამწყვეტი მომდევნო 2 დღეა. სპეციალისტების პროგნოზით, თუ ლაბორატორიული ფაქტები 26 ათასზე მეტი იქნება, მაშინ ვირუსის პიკი ჯერ კიდევ წინ არის. დაბალი ციფრების შემთხვევაში კი, ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში მალე შემცირდება.

ყველა თანხმდება, რომ კოვიდ 19-ის შეჩერების მთავარი გზა ვაქცინაციაზე გადის.

ვირუსის გამოვლენის თუ მიმდინარეობის პროცესში დაკვირვებამ აჩვენა, რომ ომიკრონი მსუბუქად მიმდინარეობს იმ პაციენტებში, ვისაც ინფექცია გადატანილი აქვს და თან ვაქცინირებულია, ან სრული აცრიდან 3 თვის შემდეგ ბუსტერ დოზა აქვს გაკეთებული.

დღის ამბები