რა კეთდება რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის, კერძოდ კი ატმოსფერული ჰაერის გასაუმჯობესებლად - ვითარების გასაკონტროლებლად ქალაქის მერი ამჯერად
"ჰაიდელბერგ ჯორჯიას" საწარმოში იმყოფებოდა.
სამშენებლო საწარმოს ობიექტზე სპეციალური მტვერდამჭერი მოწყობილობები უკვე ფუნქციონირებს - შესყიდულია მონიტორინგის სისტემაც.
შეხვედრის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ არსებული ტენდენციიდან გამომდინარე უკვე წლის ბოლოს რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნება.