20 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
ვართ პიკის ფაზაში, დადებითობის მაღალი მაჩვენებელი საყურადღებოა - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი წინა დღეებზე ნაკლებია, ეს ინფექციის გავრცელების შესუსტებას ჯერაც არ ნიშნავს.

მისი შეფასებით, აუცილებლად გასათვალისწინებელია დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც კვლავ მაღალი რჩება.  

"ის მაჩვენებელი, რაც დრეს ჩვენ გვაქვს, 24 ათასამდე ახალი შემთხვევა, გარკვეულწილად, მიუთითებს იმაზე, რომ ვართ პიკის ფაზაში. მნიშვნელოვანია, შევხედოთ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკი და როდის გვექნება ის სურათი, რომ ინფექციამ დაიწყოს უკან დახევა. მომდევნო რამდენიმე დღე, ამ დაკვირვების თვალსაზრისით, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა პიკურ მაჩვენებელზე მაღალია, საყურადღებოა დადებითობის მაღალი მაჩვენებელი, ასე რომ, ჩვენ ორივეს ერთად უნდა დავაკვირდეთ. მომდევნო რამდენიმე დღე მოგვცემს მეტ მტკიცებულებას, თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემია და როდიდან უნდა ველოდოთ უკან დახევასა და ინფექციის შემთხვევების შემცირებას,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

დღის ამბები