რამდენ დღემდე შეიძლება შემცირდეს იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის - საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პრემიერის ინიციატივა განმარტა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, სხვა ქვეყნების გამოცდილებით, უსიმპტომო პირმა პირბადის გამოყენებით აქტივობა შეიძლება მე-5 დღეს ტესტის ჩატარების შემდეგ გააგრძელოს.
"ჯერჯერობით იზოლაციის პერიოდი უსიმპტომო პირებისთვის კვლავაც რჩება 8 დღე, თუმცა მიმდინარე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილება სადაც იზოლაციის ვადა იმ დათქმით, რომ მე-5 დღეს ჩატარდება ტესტი და პირს შეეძლება გააგრძელოს ჩვეული ბიზნეს აქტივობა, რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენებით. ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს, აქცენტი კეთდება მეტა იმ პროფე4სიებზე ვისი დროული დაბრუნებაც სამსახურში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კოვიდ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალი. ამ კვირის განმავლობაში ამაზე დამატებითი მსჯელობა იქნება და თუკი ექსპერტები მხარს დაუჭერენ იზოლაციის ვადების შემდგომ შემცირებას საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ ,"- აცხადებს თამარ გაბუნია.