დღეს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე ცნობილი უნდა გახდეს მოსამართლის გადაწყვეტილება წინა სხდომაზე მხარეების მიერ დაყენებულ მოთხოვნაზე, რომელიც მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ეხება.
ორიდან ერთ-ერთი ბრალდებული საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემას ითხოვს - საკითხი დღევანდელ სხდომაზე ოფიციალურად უნდა დაფიქსირდეს. ბექა ლატარიას და ბიძინა ხასიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ.