თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მიხეილ სააკაშვილი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ ეს ფული სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად იხარჯებოდა. რაზეც ბრალდების მხარემ უპასუხა.
"რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რაც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა? სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება, რაც სახელმწიფოს 5 ათასი ლარი დაუჯდა? ამაზე ისაუბრეთ,"- მიმართა სააკაშვილს პროკურორმა გიორგი მუჯირმა სასამართლოს სხდომაზე,