დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ოთარ შამუგია წარადგინა, რომელიც 2020 წლიდან ამ დრომდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
ოთარ შამუგია 45 წლისაა, ის სოხუმში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი. სპეციალობით ეკონომისტია, მაგისტრთან გათანაბრებული სტატუსით.
ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის უწყებაში 2006 წლიდან მუშაობს სხვადასხვა თანამდებობაზე. მანამდე ის მუშაობდა შპს "რეალ ქონსალტინგში", შპს საკონსულტაციო ჯგუფში, " საქართველოს რკინიგზაში" და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ფლობს რუსულ და ქართულ ენებს.