20 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
პროტესტი სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში - კლინიკის თანამშრომლები მუშაობის შეწყვეტით იმუქრებიან 

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საპროტესტო აქცია გაიმართა. კლინიკის თანამშრომლებმა დირექტორის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკრეტული პირის განხილვის ფაქტს გააპროტესტეს.

მათი თქმით, თუ ბადრი ტაბატაძე მათ დაწესებულებაში დაინიშნება, ისინი მუშაობას შეწყვეტენ და მის მითითებებს არ დაემორჩილებიან.

თანამშრომლების პროტესტს ფსიქიატრიული კლინიკის ახლად დანიშნულმა დირექტორმა უპასუხა. კახა ძიმისტარაშვილის განცხადებით, ტაბატაძის დანიშვნის საკითხს ის აღარ განიხილავს.

დღის ამბები