04 მაისი 2024,   03:09
ვრცლად
ცნობილი პროვიზორი და უნიკალური მალამოების  შემქმნელი - გორში ტრიფონ გამსახურდიას ძეგლი დაიდგა

გორში - ტრიფონ გამსახურდიას 126-ე იუბილესთან დაკავშირებით მისი ძეგლი დაიდგა. ტრიფონ გამსახურდია, გორის ცენტრალურ აფთიაქში 60 წელზე მეტ ხანს მუშაობდა. ის ცნობილი პროვიზორი და უნიკალური მალამოების  შემქმნელი იყო. ძეგლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის მერმა და ტრიფონ გამსახურდიას ოჯახის წევრებმა მიიღეს.

დღის ამბები