20 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
საბურთალოზე სასტუმრო გაზით აფეთქებას გადაურჩა

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო გაზით აფეთქებას გადაურჩა. კომპანიის ცნობით, შენობის ბოლო სართულზე სამზარეულოში უყურადღებობის გამო გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვეს და მთელ შენობაში გაზის სუნი იგრძნობოდა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 114-ის სწრაფი რეაგირების ოპერატიული მოქმედებით, შენობაში მყოფი ადამიანები ტრაგედიას გადაურჩნენ.  

კომპანია მომხმარებლებს აფრთხილებს, ყურადღება გამოიჩინონ გაზის დანადგარებთან და დაიცვან უსაფრთხო მოხმარების წესები.

დღის ამბები