არის თუ არა მძიმე მეტალი ზედაპირულ წყლებში - ქვეყანაში ტყვიით დაბინძურებული წყაროების შესწავლა იწყება.
განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში.
ისრაელიდან საქართველოში 4 წამყვანი ექსპერტი ჩამოვა. რეგიონებში ნიადაგის და წყლის ნიმუშებს აიღებენ, რომელიც ანალიზისთვის ისრაელში გადაიგზავნება. შედეგების მიხედვით დაიგეგმება შესაბამისი აქტივობები.
ტყვიით დაბინძურებული წყაროების შესწავლაში, საქართველოს მთავრობას ისრაელის მთავრობა და იუნისეფი ეხმარება.