საქართველში რეინფიცირების მაჩვენებლები გაიზარდა, მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები იანვარ-თებერვალში განსაკუთრებით მაღალია.
"იანვარში და თებერვალში გვაქვს რეინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. დაახლოებით 50%-ში, ვისაც მეორედ დაემართა ინფექცია ისინი იყვნენ ორჯერადად აცრილები, მაგრამ იმან ვინც გაიკეთა "ბუსტერი", იქ რეინფიცირება ნაკლებია. ამავე დროს ვისას გაკეთებული აქვს ორჯერადი აცრა და განსაკუთრებით 50 წლის ზემოთ ასაკში, იქ ჯერადობით ნაკლებია ჰოსპიტალიზაცია და ჯერადობით ნაკლებია ლეტალობაა,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.