25 აპრილი 2024,   03:50
ვრცლად
ე.წ. ქოლცენტრების საქმე - აღიარებენ თუ არა დაკავებულები, ევროპის მოქალაქეებისგან დიდი ოდენობით თანხის მითვისებას

თაღლითური სქემა და ე.წ. ქოლცენტრების საქმე - პროკურატურამ ტრასნაციონალური დანაშაული გამოავლინა.

5 დაკავებულიდან, ორი მათგანის - მარიამ ქავთარაძისა და არჩილ გაგნიძის ინტერესების დამცველი შალვა ხაჭაპურიძე "კურიერთან" ამბობს, რომ მარიამ ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. 

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ საქმეში ვიდეო-აუდიო მტკიცებულებები და მოწმეების ჩვენებები დევს.

უწყებამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა. მათ ბრალად ედებათ გერმანიის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების დიდი ოდენობით თანხების მითვისება.

 

დღის ამბები