20 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, დააკავეს მორჩილი ილარიონ გიგოლაშვილი, რომელმაც ასევე მორჩილ პირზე ფიზიკურად იძალადა

"კურიერის" ინფორმაციით, მორჩილი ილარიონ გიგოლაშვილი, რომელმაც ასევე მორჩილ პირზე, პიროს მუმლაძეზე იძალადა, დააკავეს. 

მას ბრალი ედება ძალადობით განხორციელებულ დევნაში, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით გავრცელებაში.

გამოძიებით დადგენილია, რომ ილარიონ გიგოლაშვილმა 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში პიროს მუმლაძეზე ფიზიკურად იძალადა.

შეგახსენებთ, მძიმე ვიდეომასალის გავრცელებისთანავე, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეპარქიებთან გავლილი კონსულტაციის მიხედვით, არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი მორჩილები არიან.

დღის ამბები