07 მაისი 2024,   00:44
ვრცლად
კალიფორნიაში ეძებენ დათვს, რომელიც ათობით სახლს დაესხა თავს

კალიფორნიის პოლიციამ დათვზე ძებნა გამოაცხადა. დათვი სახელად ჰენქ თენქი ათობით სახლს დაესხა თავს. მძარცველი დათვი 250 კილოგრამს იწონის, რაც საშუალო დათვის ზომას ბევრად აღემატება.

ვარაუდობენ, რომ დათვმა საკვებთან მუდმივი წვდომის გამო ზამთარში ჰიბერნაციის პერიოდი გამოტოვა. ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დათვი მისთვის ზედმეტად კომფორტულ გარემოში გაიზარდა და ადამიანებთან თავს გაშინაურებულად გრძნობს.

შესაძლოა მისი ევთანაზია გახდეს საჭირო, ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები კი მის ნაკრძალში გადაყვანას ითხოვენ.

დღის ამბები